კიდევ 68 გარდაცვლილი და 5 240 ახალი შემთხვევა - 6 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 68 ადამიანი, 2 235 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 544 კვლევა, აქედან 33 490 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 054​ ​PCR-ით. 4 ნოემბერს აიცრა 4 942 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,79%-ია, ბოლო 14 დღის - 9,55%-ია, 7 დღის - 10,25%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 872 შემთხვევა;
  • აჭარა - 178;
  • იმერეთი - 1 045;
  • ქვემო ქართლი - 396;
  • შიდა ქართლი - 429;
  • გურია - 105;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384;
  • კახეთი - 488;
  • მცხეთა-მთიანეთი - 144;
  • სამცხე-ჯავახეთი - 142;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 54 203 აქტიური შემთხვევაა.  6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 577, აჭარაში - 559, იმერეთში - 1 448.  მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში - 624, აჭარაში - 125, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი,  მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 276 - აჭარაში.
46 183 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 963  ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 748 751 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 684 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 368 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი