უკვე სამი დღეა, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქე ელისო ჯანაშია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შიმშილობს და ამბობს, რომ ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის იბრძვის.
მოშიმშილე ამბობს, რომ დღეს საკითხი არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის ბედს ეხება.
"მშიოდა გუშინ, დღეს უკვე არ მშია. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე, როგორც ერთ ადამიანს, შემიძლია. უფრო მეტი რომ შემეძლოს, ალბათ, უფრო მეტს ვიზამდი, ოღონდ ამაზე ძლიერი რა უნდა გავაკეთო, ჯერ თავში არ მომდის, თუ მოვიფიქრებ, ალბათ იმასაც ვიზამ. აუცილებლად გადასარჩენი მარტო პრეზიდენტი არ არის, მართლა ქვეყანას ვკარგავთ. მე აფხაზეთი დავკარგე ერთხელ და მეორედ ვერ დავკარგავ საქართველოს . ის ძალიან რთულად გადავიტანე 10-15 წელი დამჭირდა, რომ მომენელებინა ტკივილი და მეორედ არ ვარ იგივე ტკივილის გადატანისთვის მზად. საქართველო მჭირდება და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ", - ამბობს ელისო ჯანაშია.
დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო "მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმაც.
რაც შეეხება, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი უკვე 37 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ხელისუფლება ამის მიუხედავად მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს.
დღეს, 17:00 საათზე, მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქცია იქმადე არ შეწყდება, სანამ ხელსუფლება მოთხოვნას არ შეასრულებს და მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ მოათავსებენ.
იხილეთ ასევე: