"მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადასარჩენი არის საქართველო!" - გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. 

ჩვენი კოლეგა რუსთავის მე-12 ციხესთან იმყოფება და ამბობს, რომ ქვეყანა ახლა დიდი საფრთხის წინაშეა და ყველამ თავის შესაძლებლობების ფარგლებში, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში:

"მე პირადად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის არ ვიბრძვი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ყველა ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადასარჩენია საქართველო. თუკი ჩვენ დავუშვით ის, რასაც ხელისუფლება გეგმავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანონ არსად და მოკლან ის რუსთავის ციხეში, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, რომლისთვისაც ყველას რითიც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით" ამბობს გიგლა თუმანიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 37-ე დღეა. რუსთავის ციხესთან საღამოს 5 საათზე აქციაა დაგეგმილი. დღეიდან ოპოზიცია უწყვეტ პროტესტს იწყებს, რომლის მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მულიტპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი