რუსთავის ციხესთან პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ ერთმა მოქალაქემ მიმართა - გუშინ საღამოს შიმშილობა აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ დაიწყო. ის ამბობს, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტს, სანამ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
მანვე აღნიშნა, პროტესტის ამ ფორმით აფხაზეთში მცხოვრები ხალხის პოზიციასაც გამოხატავს.
"ენგურს იქით ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს როგორც ოპოზიციას, ასევე, კერძოდ მიხეილ სააკაშვილს. ეს ხალხი დღეს ძალიან განიცდის იმას, რომ პრეზიდენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ მიიღოს კანონით კუთვნილი სამედიცინო მომსახურება. მე ამ ადამიანების მაგივრად ვზივარ ახლა აქ, იმიტომ, რომ მათ ხმამაღლა საუბარი, გამოსვლები და ა.შ. არ შეუძლიათ", - თქვა მოშიმშილე ელისო ჯანაშიამ.
ცნობისთვის, რუსთავი მეთორმეტე დაწესებულებასთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გასამხნეველბად ყოველდღე, 18:00 საათზე იკრიბებიან.