გლდანის ხევის დასახლებაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

გლდანის ხევის დასახლებაში, ერთერთი კორპუსის სადარბაზოსთან, ჩვილის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა დღეს დილას მოხდა. დაღუპული ახალშობილი მეზობლებმა იპოვეს, მედიკოსებს ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

ბავშვის დედის ვინაობა დადგენილი არ არის. სამართალდამცველებმა დღეს დაკითხეს 17 წლის გოგო,  თუმცა ის უკვე სახლში იმყოფება.  

მეზობლები ამბობენ, რომ მოზარდი, რომელიც სამართალდამცველებმა გამოჰკითხეს მომხდარ დანაშაულთან კავშირში არ არის.  

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ. დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.   

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი