"უნდა განაცხადონ, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ არის კვება და პროტოკოლის ნაწილია..." | ნონა წოწორიას შეფასება

გამოქვეყნდა:

"უნდა განაცხადონ, რომ რასაც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ არის კვება და პროტოკოლის ნაწილია...", - ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია "მთავარი არხის" ეთერში, "მთავარი აქცენტების" საგანგებო გადაცემაში საუბრობს.

შიმშილობა არის ძალიან სპეციფიური მდგომარეობა. ამ სიტუაციაში იურისტები, ბუნებრივია, მიჰყვებიან ექიმების პროტოკოლს და თუ ევროსასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ, ამ თემაზე ძირითადი გადაწყვეტილებები რაც არის, იქ არის დადგენილი სტანდარტები, როგორ უნდა მოეპყრონ ექიმები შიმშილობის სიტუაციას. ამ სტანდარტს ევროსასამართლო თავისით ვერ დაადგენდა, ამაში გადამწყვეტი არის სამედიცინო მოცემულობა, როგორ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის მართვა. ამ შემთხვევაში, საერთოდ, კითხვის ნიშნები ნაკლებადაა. ბუნებრივია, რომ ადამიანს აქვს უფლება, იშიმშილოს. ევროსასამართლოს სტანდარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობა მდგომარეობს ამ შიმშილობის მართვაში, - ამბობს ნონა წოწორია.

მისივე თქმით, შორიდან დაკვირვების შედეგად შეუძლია თქვას, რომ "სრული ჩავარდნაა" და იგივე მართვის პროტოკოლის თანახმად მოშიმშილე ადამიანი ექიმებს უნდა ენდობოდეს. 

სამედიცინო პერსონალი და ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, რომ მიიღოს ყველა ზომა, რაც გამორიცხავს ამ უნდობლობას, - ამბობს წოწორია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი