საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 67 ადამიანი, 4627 კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა - 168, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 246, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 59, სამცხე-ჯავახეთი - 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613.