ნიუ იორკში დღეს კომენდანტის საათი ამოქმედდა - ამერიკელები უკან დახევას არ აპირებენ

გამოქვეყნდა:

ნიუ იორკში დღეიდან კომენდანტის საათი ამოქმედდა - მიზეზი ხალხმრავალი დემონსტრაციებია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.  

კომენდანტის საათის გამო საპროტესტო გამოსვლები აიკრძალა, მაგრამ მომიტინგეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ცვლილებებს ითხოვენ. 

ცვლილებების დროა. ადამიანები აქ მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად გამოვედით. რაც მოხდა, ეს წარსულში უნდა დარჩეს. დემონსტრაციები უჩვენებს, რომ ადამიანებს ცვლილებები სჭირდებათ. ჩვენი მესიჯია, რომ მთავრობის წევრები გვერდზე დაგვიდგნენ და რეფორმები გაატარონ, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებში, ისე სხვა მიმართულებებით, - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.

"შავების სიცოცხლესაც აქვს ფასი" - ეს არის დემონსტრანტების მთავარი მოწოდება, რომლებიც ახლა რასისტულ პანდემიას უპირისპირდებიან. არ არის გამორიცხული, რომ ქალაქში უახლოეს საათებში ეროვნული გვარდია შეიყვანონ.   

ნიუ იორკის მერს ბილ დე ბლასიოს ქალაქში ეროვნული გვარდიის შემოსვლა არ სურს, თუმცა შტატის გუბერნატორს ენდრიუ ქუომოს ეს სიტუაციის დარეგულირების ერთადერთ საშუალებად მიაჩნია. 

აქციები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. ნიუ იორკში 2000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. გამოძიება ამბობს, რომ ღამის ძალდობრივი აქციების უკან დგანან ულტრაექსტრემისტული დაჯგუფებები და მათ მშვიდობიან დემონსტრაციებთან საერთო არაფერი აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი