სასამართლოდან მითხრეს, რომ ხვალინდელი პროცესისთვის მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დარბაზში გადაყვანას - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ სასამართლო მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხვალ დარბაზში გაიმართოს და მას თავად მესამე პრეზიდენტიც დაესწროს. 

საუბარია ხვალ ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" საქმეს ეხება. 

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლომ დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. 

ახლა იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ხელისუფლება ცდილობს, მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია", - ამბობს ბექა ბასილაია.

ბექა ბასილაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან დაკავშირებით არ არსებობს. მით უფრო, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს, ბოლო შანსი, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი