კიდევ 78 გარდაცვლილი და 5 751 ახალი შემთხვევა - 10 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 78 ადამიანი, 3 647 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 57 046 კვლევა, აქედან 35 082 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 964​ ​PCR-ით. 9 ნოემბერს აიცრა 6 976 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,08%-ია, ბოლო 14 დღის - 9,95%-ია, 7 დღის - 10,41%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 2 012 შემთხვევა;
  • აჭარა - 210;
  • იმერეთი - 1 049;
  • ქვემო ქართლი - 474;
  • შიდა ქართლი - 550;
  • გურია - 124;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377;
  • კახეთი - 548;
  • მცხეთა-მთიანეთი - 140;
  • სამცხე-ჯავახეთი - 210;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 55 562 აქტიური შემთხვევაა. 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 596, იმერეთში - 1 440. მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 124, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი,  მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 38, იმერეთში - 29.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 818 - თბილისში, 275 - აჭარაში. 47 480 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841  ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 766 818 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 700 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 662 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი