სპეცოპერაციით დაკავებული თურქეთის მოქალაქეების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელი, სადაც ოჯახთან ერთად თურქეთის მოქალაქე ცხოვრობდა უშიშროების თანამშრომლის ბადრი კაკაბაძის კუთვნილებაა.
მეორე სახლი, რომლიც ასევე აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს მძლეოსან რუსლან რუსიძეს ეკუთვნის. სახლის მეპატრონემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მას სახლი - ათას დოლარად ჰქონდა გაქირავებული.
სპეცოპერაციის დღეს უშიშროების სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს რომ სახლის გაჩხრეკას უნდა დასწრებოდა. რუსლან რუსიძე დეტალურად იხსენებს, რომ იარაღები ლეიბების ქვევიდან ამოიღეს და ისინი პატარა ზომის იყო.
სახლი გავაქირავე 13 მარტს, ხელშეკრულება იყო ერთ წლიანი, მაგრამ იცხოვრეს 2 თვენახევარი. ვართ ბიზნესმენები. პიროვნებამ დამირეკა უშიშროებიდან, მობრძანდით სახლშიო, მივედი, რომ დავსწრებოდი ჩხრეკას, - ამბობს რუსლან რუსიძე.
საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უცხოეთის 9 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს მსჯელობს.