საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 4 744 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 49 334 კვლევა, აქედან 29 214 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 120 PCR-ით. 10 ნოემბერს აიცრა 6 356 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,25%-ია, ბოლო 14 დღის - 9,98%-ია, 7 დღის - 10,19%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 55 304 აქტიური შემთხვევაა. 6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 604, იმერეთში - 1 448. მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში - 643, აჭარაში - 124, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 36, იმერეთში - 29.
1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 - თბილისში, 286 - აჭარაში. 47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 771 381 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 705 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 739 კი გარდაიცვალა.