საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ინფორმაცია ამის შესახებ, წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერმა გამოაქვეყნა, სადაც მათ მეუფეებს გამოჯანმრთელება უსურვეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, COVID-19 დაუდასტურდა ალავერდის ეპარქიაში მყოფ დედა მარიამსაც. სასულიერო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ვაქცინირებულია თუ არა ალავერდელი მიტროპოლიტი, უცნობია, რადგან ეპარქიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
გარდა ამისა, ინიფიცრებულია ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს, თეოდორე ჭუაძეს. ინფორმაციას ადილობრივ მედიასთან ახალციხის ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი, ნიკოლოზ აბრამაშვილი ადასტურებს.
კახეთში, სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე სერგი. დაახლოებით ორი კვირის წინ, კორონავირუსმა იმსხვერპლა ყვარლის დუბის მონასტრის მონაზონიც.
ავტორი: ია გულიაშვილი.