კიდევ 77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა - 12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 3 508 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 782 კვლევა, აქედან 30 215 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო  20 567 ​PCR-ით. 11 ნოემბერს აიცრა 7 103 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,75%-ია, ბოლო 14 დღის - 10,02%-ია, 7 დღის - 10,06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 2 450 შემთხვევა;
  • აჭარა - 788;
  • იმერეთი - 1 100;
  • ქვემო ქართლი - 530;
  • შიდა ქართლი - 311;
  • გურია - 345;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 776;
  • კახეთი - 469;
  • მცხეთა-მთიანეთი - 99;
  • სამცხე-ჯავახეთი - 159;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 56 164 აქტიური შემთხვევაა. 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 660, აჭარაში - 612, იმერეთში - 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის, თბილისში - 636, აჭარაში - 127, იმერეთში - 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 36, იმერეთში - 31.

1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 - თბილისში, 269 - აჭარაში. 47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 775 826 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 708 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 816 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი