თბილისის ცენტრში, ექსპერტიზის ბიუროსთან სროლა იყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც, თუმცა სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ბაგებში ორმხრივი სროლა კრიმინალურ გარჩევას მოჰყვა. "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა 15-მდე მასრა აღმოაჩინა.
ამ წუთებში სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროსთან ძალოვანები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის სამართალდამცველებს ინციდენტის ადგილი გადაკეტილი აქვთ და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობილია, რომ სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ კრიმინალურ გარჩევაში, რამდენია დაჭრილი და როგორია ამ ადამიანთა მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ გასცემს.