"შენობით ნუ მესაუბრები შე უზრდელო" - ასე მიმართა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კალანდაძემ სამოქალაქო აქტივისტს.
ახალგაზრდები დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აქცია- პერფორმანსებს მართავენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.
თეიმურაზ კალანდაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ის საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიცნო აქციაზე, სადაც მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მას ბატონო პოლიციელო, ან ბატონო პოლკოვნიკო დაუძახონ.
ცნობისთვის, თეიმურაზ კალანდაძე 2018 წელს სამინისტროდან მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა. მიზეზი თბილისში, საკუთარ სახლში კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟის, კოკა კობალაძის ცემის საქმეს უკავშირდება. კობალაძე ამბობდა, რომ მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს.
მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ თქვა, რომ კობალაძეების საცხოვრებელ ბინაში გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ -გამომძიებელი იყო მისული, ამიტომ სამსახურიდან ორივე მათგანი გათავისუფლდა.
ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.