
"მთავარი არხის" გადაცემის, "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანი ტორესა მოსი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის შუამდგომლობა ხელწერილით გათავისუფლების თაობაზე.
ადვოკატის თქმით, ტორესა მოსის სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. შეგახსენებთ, ტორესა მოსი პოლიციამ თელავში, სუს-ის შენობის შესასვლელთან დააკავა.
საუბარია "გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსზე, რომელიც ქვეყნის 6 ქალაქში დღეს ერთდროულად დაიწყო.
ტორესა მოსი სამართალდამცავებმა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და ჯერ პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
მას გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173- ეს მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი