საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 78 ადამიანი, 2 285 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 018 კვლევა, აქედან 32 330 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 688 PCR-ით. 12 ნოემბერს აიცრა 7 800 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,15%-ია, ბოლო 14 დღის - 10,01%-ია, 7 დღის - 9,77%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 58 366 აქტიური შემთხვევაა. 6 755 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 625, აჭარაში - 602, იმერეთში - 1 393. მძიმე პაციენტია 1 643 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 127, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 32.
1 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 840 - თბილისში, 266 - აჭარაში. 50 316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 49 936 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 780 391 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 711 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 894 კი გარდაიცვალა.