"ველოდებით პროცესის ჩანიშვნას, ვადა იწურება" - "მთავარი არხის" წამყვანი ტორესა მოსი ამ დრომდე პატიმრობაშია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემის, "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანი ტორესა მოსი ამ დრომდე თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მისი დაკავებიდან 24 საათიანი ვადა იწურება, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამართალდამცავი უწყება, ჯერ ისევ უცნობია.

ტორესა მოსის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ორი მუხლით ედავებიან. ერთი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას უკავშირდება, მეორე შემთხვევაში კი სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერეს.

თავდაპირველად მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი იცავდა. ადვოკატმა სამართალდამცავ უწყებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელწერილს საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. მიზეზი კი ის გახდა, რომ გამოძიების მტკიცებით, ტორესა მოსი მტკიცებულებების შეგროვებას "ხელს შეუშლიდა".

ახლა მის უფლებებს საია-ს იურისტი იცავს. ადვოკატი აცხადებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დღეს უნდა მიმართოს სასამართლოს საქმის განხილვისთვის, ვინაიდან 24-საათიანი ვადა იწურება.

ფაქტს პოლიტიკოსების და არასამთავრობოების შეფასებებიც მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში დადგა დრო, როდესაც ხელისუფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კრძალავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი