"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან გამთენიისას "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს .
ინფორმაციას "მთავარ არხს" უდასტურებენ დეკანოზის ოჯახის წევრები.
კლინიკის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან მათთან სასულიერო პირი ნამდვილად არის გადაყვანილი, თუმცა არ აკონკრეტებს მის ვინაობას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე საათის წინ, გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა. იყო ვარაუდი, რომ ის მესამე პრეზიდენტისთვის გამოიძახეს, თუმცა სავარაუდოდ სწორედ სასულიერო პირის გადასაყვანად გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახური კატეგორიულ უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და ამტკიცებს, რომ გლდანის დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ვივამედი პენიტენციურის კონტრაქტორი კლინიკაა და სწორედ იქ გადაჰყავთ პატიმრები საჭიროების შემთხვევაში.
ავტორი: ზურა პეტროსიანი