"გირჩი მეტი თავისუფლების" აქტივისტები, ბადრი გრიგალაშვილი და ზურაბ ხომერიკი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლემ სამართალდამცველებს შემდეგ პროცესზე სამხრე კამერების ჩანაწერების წარდგენა მოსთხოვა. აქტივისტებს გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა, რაც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
შემდეგ პროცესზე, რომლის თარიღიც ჯერ უცნობია, მოსამართლე გამოაცხადებს რა სახდელს დააკისრებს აქტივისტებს.
"გირჩი მეტი თავისუფლების" აქტივისტები გორის პოლიციამ ორი დღის წინ, ადმინისტრაციული შენობის ბლოკირების ბრალდებით დააკავა. ისინი გორის სამმართველოსთან მდუმარე აქციას მართავდნენ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან ერთად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.
ამავე თემაზე: