"271 კომლიან სოფელში, 50 პირთან ჰქონდა კონტაქტი" - Covid 19 ნინოწმინდაში

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში იმ მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, რომელიც გორის ჰოსპიტალში ორი დღის წინ მოათავსეს.

მამაკაცი კარანტინიდან ჯერ სახლში გაუშვეს, თუმცა  შემდგომ ისევ კლინიკაში დააბრუნეს, მას სოფელში დაახლოებით 50-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა შეხება.  

ველოდებით საბოლოო პასუხს. ამის შემდეგ გადაწყდება რას იზამენ ხელმძღვანელობა და ექიმები. ამ ეტაპზე თითეოული იმ ადამინის შესწავლა მიმდინარეობს, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი...271 კომლიან სოფელში მას დაახლ 50 პირთან ჰქონდა კონტაქტი - ამბობს "მთავართან" საუბარში ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ტიგრან ეგოიანი 

შეგახსენებთ, რომ 44 წლის მამაკაცი მთავართან საუბარში ამბობდა, რომ შემოწმების შემდეგ მას უთხრეს, რომ კოვიდინფიცირებული არ იყო და სახლში გაუშვეს, თუმცა ორ დღეში კოვიდ 19-ზე ეჭვის გამო, ისევ კლინიკაში  გადაიყვანეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი