თუ ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტალების დამატების საკითხი - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

„ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ, შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტალების დამატების საკითხი"

აცხადებს ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი