"მამალაძესთან მომუშავე მედპერსონალს არ აქვს კვეთა მიხეილ სააკაშვილთან" | ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის "განმარტება"

გამოქვეყნდა:

გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, რომ გიორგი მამალაძესთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს მიხეილ სააკაშვილთან კვეთა არ აქვთ.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი მამალაძეს გლდანის ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ გავრცელებული ცნობით, კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა.

პაციენტი გიორგი მამალაძე მწოლიარეა, მას აქვს თანმხლები დაავადებები, ამის გამო გადაწყდა მისი გადაყვანა, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. პაციენტი აცრილია ფაიზერის ორი დოზით, მისი დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

აქვე მინდა სრულ პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ ეტქაპზე, არც ერთ პაციენტს რესპირატორული სიმპტომატიკა არ აქვს და მით უმეტეს, არ არის დადგენილი კოვიდინფიცირება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ პაციენტი გიორგი მამალაძე დაწესებულებაში იზოლირებულია, მას არ აქვს შეხება სხვა პაციენტებთან და მასთან მომუშავე სამედიცინო პერონალს არ აქვს კვეთა პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან, - თქვა გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დღეს, 14 ნოემბერს დაუდასტურდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი