ერთი ახალი შემთხვევა 24 საათში - ინფიცირებული "საბურთალოს კლასტერიდანაა"

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში ერთით გაიზარდა, შესაბამისად ამ დროისათვის ოფიციალური მონაცემებით, 801 დადასტურებული შემთხვევაა.

ახალი ინფიცირებული ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ოთხით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე 644 გამოჯანმრთელებულია.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულებს რამდენჯერმე აღემატება და ამჟამად, კოვიდ მიმღებ საავადმყოფოებში მკურნალობას სულ 144 პაციენტი გადის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი