თავდასხმა "ლელოს" ოფისზე

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "ლელოს" ოფისზე. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცის ოფისი პარტიის წევრებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ.

ცოტნე დადიანის 16 ნომერში სამართალდამცველებმა იმუშავეს. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით დაიწყო. არის თუ არა დაკვებული ვინმე, ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

"ლელოში" კი მომხდარის უკან პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ:

არ შევსულვართ ჯერ და არ ვიცით არის თუ არა რამე წაღებული მაგრამ ის, რომ კრიმინალები იქ არ ელოდებოდნენ ოქროს და ვრცხლს და შესაძლოა ეს ჩვენს პოლიტიკური საქმიანობასაც უკავშირდებოდეს" ამბობს კახა კოჟორიძე 

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი