სროლა ქუთაისში - მეეზოვისა და ბიზნესმენის კონფლიქტის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის ახალი დეტალები. როგორც "მთავარისთვის" გახდა ცნობილი, კონფლიქტი მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გელა თოფურია საკუთარი ეზოდან გამოდიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. როგორც თოფურიას მეზობლები ამბობენ, ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას. სავარაუდოდ, მეეზოვემ დახმარების მიზნით ახლობლებს მიმართა, გასროლაც ამის შემდეგ მოხდა.

შვიდიდან ცხრა საათამდე დავინახე სამი კაცი ჭიშკართან, ჩაცუცქულები, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ჩასაფრებულები იყვნენ. მერე დავინახე, რომ გელამ გააღო ჭიკარი, შეცვივდნენ და დაიწყო გელას მიმართ ფიზიკური დაპირისპირება, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა. როგორც შსს-მ "მთავარს" განუცხადა, პოლიციაში შესაბამისი შეტყობინება არ შესულა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი