სროლა ბაგებში - შსს-ს თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

სროლა თბილისის ცენტრში და შეიარაღებული დაპირისპირების ახალი დეტალები - თავდამსხმელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე არ დაუკავებია. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ საქმის გარჩევა, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაიწყო, რასაც ათზე მეტი გასროლა მოჰყვა. ერთ-ერთ ახალგაზრდას შეიარაღებული პირები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, ავტომატის ჯერის მსგავსი გასროლის შემდეგ კი თავდამსხმელებმა ტერიტორია რამდენიმე მანქანით დატოვეს და ტყის მიმართულებით გაიქცნენ.

დაჭრილი პირები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. ბაგებში მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

შსს-მ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი