წყლის ჭავლის მანქანა, ხმის დამხშობი, რობოკოპები - თბილისის ქუჩებში მობილიზებული შსს

გამოქვეყნდა:

აქცია კი მსვლელობა ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო ორთაჭალის მიმართულებით, შეჩერდა "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც ასევე პოლიციის კორდონით დახვდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, შსს-მ ძალოვნების განსაკუთრებული მობილიზაცია იუსტიციისა და შს სამინისტროებთან გამოაცხადა, თუმცა მსვლელობა იქამდე აღარ მივიდა და მისი მონაწილეები ათონელის რეზიდენციისკენ დაიძრნენ.

შსს-მ თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი იუსტიციის სახლთან, დღეს წყლის ჭავლისა და ხმის დამხშობი ავტომობილი გამოყვანა. ასევე ცოცხალი ძალა - პატრულ-ინსპექტორები, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი