ბრეგაძემ საკუთარი თანხმობით შექმნილი კონსილიუმის დისკრედიტაცია მოახდინა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების კონსილიუმის არშეშვებაზე იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რატი ბრეგაძემ დღეს თავისივე ნებით შექმნილი კონსილიუმის დისკრედიტაცია მოახდინა. 

 

"ბრეგაძემ პრაქტიკულად საკუთარი ნებით, საკუთარი ნებით, საკუთარი თანხმობით შექმნილი და ფორმირებული კონსილიუმის დისკრედიტაცია მოახდინა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ექიმებმა საკუთარი პროფესიული მოვალეობა შეასრულეს სწორად, ზუსტად, სამართლიანად და პროფესიული ეთიკის ნორმები დაიცვეს, არ მოიტყუეს საზოგადოების წინაშე და გასცეს სწორი რეკომენდაცია",- ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციაში სიტყვასიტყვით წერია, კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ და რაც გლდანის დაწესებულებაში არ არის. 

"ეს გახლავთ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რაც აქ მოათრიეს და აგდია გამორთულ მდგომარეობაში, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი რაც აქ არ არის და ვერ იქნება, რადგან ამ აპარატს სჭირდება ცალკე ფლიგელი და სპეციალური პირობები, ეს გახლავთ კათეტერიზაციის შესაძლებლობა და ლაბორატორია მაღალი დონის. არცერთ ამ კრიტერიუმს ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს", - აღნიშნავს შოთა თუთბერიძე. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო არაერთმა პოლიტიკოსმა და რამდენიმე ექიმმაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი