"სირცხვილია მართლმსაჯულება ემალებოდეს ადამიანს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია" | ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არ დაასწრო. 

სხდომაზე ვითარება პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ მოსამართლე დავით კურტანიძემ, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის მოთხოვნით ისე მიმართა, რომ დაცვის მხარემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

სასამართლო სხდომა დაახლოებით 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ადვოკატები განმარტებებს მოითხოვდნენ მოსამართლისგან, რა კანონით იხელმძღვანელა, როდესაც პენიტეციურ მიმართა და მოითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ან მიეყვანათ სხდომაზე, ან მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროცესზე დისტანციურად მონაწილეობაზე უარი თქვა.  

ადვოკატებმა პროკურორისა და მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველების თქმით, ისინი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. 

"სირცხვილია მართლმსაჯულება ემალებოდეს ადამიანს, რომელიც იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში არის გაუგონარი რამ. პირიქით ხდება, როცა ადამიანები იმალებიან, მაგრამ სასამართლო იმალებოდეს და არ მოჰყავდეს დარბაზში. დიახ, არმოყვანაა, როდესაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გარეშე მოთხოვნას აყენებთ ან მოიყვანეთ ან დისტანციურად ჩართეთო... ეს არის არაკანონიერი და რომ მიიღეთ პასუხი ეს პასუხი კანონიერია თუ უკანონო? ამის შეფასებასაც არ აკეთებთ. ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ის ადამიანი არ გამოჩნდეს ან გამოჩნდეს მხოლოდ მონიტორზე, რომელიც იქნება თქვენსკენ მიტრიალებული",- თქვა დიტო საძაგლიშვილმა

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ, დავით კურტანიძემ ღიად განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მოყვანა არაა სასამართლოს თვითმიზანი" 

ხმაურიანი სხდომა ისე დასრულდა, რომ მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დაცვის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

პროცესი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საზღვრის უკანონო კვეთაზე  წინასასამართლო სხდომა 9 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი