"გლდანის მე-18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა" | ექსპერტთა ჯგუფის წევრი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ექიმ გიორგი გრიგოლიას თქმით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.

მისივე თქმით, მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე დღეში დამძიმდეს. გრიგოლიამ აღნიშნა, რომ საბოლოო, ერთობლივ დასკვნას ექსპერტები ხვალ გამოაქვეყნებენ.

"მდგომარეობა ძალიან ახლოსაა იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, იმიტომ რომ მის ანალიზში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქრტურა შექმნილია 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველ დღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ რეიტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, ადრე ასეთი რამე არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიცაა დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. 

საბოლოო დასკვნებზე ჩვენ ერთად შევჯერდებით, იმიტომ რომ სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში, ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის,-თქვა გიორგი გრიგოლიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი