კიდევ 72 გარდაცვლილი და 4 732 ახალი შემთხვევა - 17 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 72 ადამიანი, 4 812 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 707 კვლევა, აქედან 31 426 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო  19 281 ​PCR-ით. 16 ნოემბერს აიცრა 8 233 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,33%-ია, ბოლო 14 დღის - 9,77%-ია, 7 დღის - 9,11%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 884 შემთხვევა;
  • აჭარა - 136;
  • იმერეთი - 878;
  • ქვემო ქართლი - 295;
  • შიდა ქართლი - 425;
  • გურია - 110;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408;
  • კახეთი - 285;
  • მცხეთა-მთიანეთი - 112;
  • სამცხე-ჯავახეთი - 158;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 52 613 აქტიური შემთხვევაა. 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 584, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 370. მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 642, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი,  მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33.

1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375  ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 795 847 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 731 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი