ჩემმა მეგობარმა გაიგონა, როგორ დაურეკა "ოცნების" წარმომადგენელს დიტო სამხარაძემ - დაპირისპირების ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"ჩემმა მეგობარმა გაიგონა, როგორ დაურეკა ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს დიტო სამხარაძემ, აუცილებლად პოლიციამ უნდა შეასრულოს დავალება, რომ მოშიმშილეები გავეყვანეთ სხდომათა დარბაზიდან" - ამბობს "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას, დეპუტატი მაია კალანდია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს შენობაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მესამე დღეა შიმშილობს. 

კალანდიას ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც აქტიურობითა და აგრესიით გამოირჩეოდა, ტატო კიტიაა.

ზუგდიდის საკრებულოს შენობაში დღეს დაპირისპირება იყო. პოლიციამ ძალის გამოყენებით მოშიმშილეები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მოშიმშილე.

დაპირისპირების მიზეზი კი მომავალი წლის ბიუჯეტი გახდა, რომლის განხილვასაც დღეს საკრებულოს ძველი შემადგენლობა გეგმავდა.

ამავე თემაზე:

"ჩემზე, მოშიმშილე ადამიანზე მოსინჯეს კუნთები" - მოშიმშილე ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი