ამოღებულია 565 000 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობა - კონტრაბანდის ფაქტზე 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

უწყებამ 5 კგ-ზე მეტი ოქროს ნაკეთობა ამოიღო, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი