კიდევ 77 გარდაცვლილი და 4 446 ახალი შემთხვევა - 18 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 5 320 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 026 კვლევა, აქედან 31 072 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 954 ​PCR-ით. 17 ნოემბერს აიცრა 7 307 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,89%-ია, ბოლო 14 დღის - 9,63%-ია, 7 დღის - 9,05%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 646 შემთხვევა;
  • აჭარა - 190;
  • იმერეთი - 819;
  • ქვემო ქართლი - 258;
  • შიდა ქართლი - 422;
  • გურია - 117;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387;
  • კახეთი - 315;
  • მცხეთა-მთიანეთი - 90;
  • სამცხე-ჯავახეთი - 144;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 51 662 აქტიური შემთხვევაა. 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 567, იმერეთში - 1 358. მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი,  მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 38, იმერეთში - 34.

1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081  ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 800 293 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 737 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 289 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი