ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში დღეს გამართულ რიგით 103-ე შეხვედრაზე მიიღეს.

საუბარია აგვისტოში დაკავებულ გელა გოჭოშვილზე, რომელსაც რეჟიმი არარსებული საზღვრის გადაკვეთას ედავება. მოლაპარაკებების დროს ოფიციალური თბილისის წარმომადგენლობამ გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბორდერიზაცია და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები გააპროტესტა.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებთან ერთად დეკემბრის თვეში ჩანიშნულ ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე ირაკლი ბებუას გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელიც სოხუმის იზოლატორში რჩება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი