ბაჩუკი ქარდავა მშრალ შიმშილობაზე გადავიდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც პარლამენტში კოლეგებთან ერთად უკვე ოთხი დღეა შიმშილობს, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მოგვიანებით, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამჟამად მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ცნობისთვის, 9 დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი