სროლა ვაკეში - კრიმინალური გარჩევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება წილების გამო - თბილისის ცენტრში მომხდარი კრიმინალური გარჩევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დაკავებულია.

ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების მონაწილე ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააპატიმრეს. თუმცა უცნობია, რა მტკიცებულება აქვს გამოძიებას მერაბ ხიდაშელის წინააღმდეგ.

ბარ "არტ ჰაუსის" ერთ-ერთი მთავარ მეწილესა და მის პარტნიორს გიორგი წიკლაურს შორის მწვავე კონფლიქტი სწორედ წილების საკითხზე დაიწყო, რასაც დაპირისპირება სროლა მოჰყვა.

გამოძიება მერაბ ხიდაშელს ჯგუფურ ძალადობას ედავება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონოდაა დაკავებული.

ჯგუფურ ძალადობაში დასდეს ბრალი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება თვითონ. შემთხვევის ადგილზე იყო, თუმცა, მონაწილეობა არ მიუღია. როგორც კი ატყდა სროლები, მისი განმარტებით, ეგონა, რომ მასზე ხდებოდა თავდასხმა, ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი და შემთხვევის ადგილიდან გამოიქცა, თავს უშველა, - განაცხადა ადვოკატმა.

ბაგებში დაპირისპირება გუშინ მოხდა. სროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა, რომლებსაც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდათ. მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შენახვა-ტარების.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი