მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან, სავარაუდოდ, უკვე გამოიყვანეს | ტერიტორია სასწრაფოების ესკორტმა დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან
სავარაუდოდ უკვე გამოიყვანეს. ციხის ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ სასწრაფოების ესკორტმა დატოვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა გადაიყვანონ. 

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი