"შიმშილობის ბოლო დღე. მიზანი მიღწეულია..." - ამის შესახებ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.
"შიმშილობის ბოლო დღე. მიზანი მიღწეულია. მადლობა ჩემს მომკითხველებს. ძალა ერთობაშია!!!!!",- წერს პაატა ბურჭულაძე.
ცნობისთვის, საოპერო მომღერალმა შიმშილობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო.
დღეს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას - გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით, დათანხმდა. პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ის შეწყვეტდა შიმშილობას, როგორც კი მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან, სავარაუდოდ, უკვე გამოიყვანეს და ტერიტორია სასწრაფოების ესკორტმა დატოვა.
ამავე თემაზე: