საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 70 ადამიანი, 2 457 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 962 კვლევა, აქედან 32 513 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 449 PCR-ით. 19 ნოემბერს აიცრა 7 293 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,15%-ია, ბოლო 14 დღის - 9,39%-ია, 7 დღის - 9%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 808 889 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 743 927 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 422 კი გარდაიცვალა.