აშშ-ის მთავრობამ საქართველოს 300 000 დოლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

გამოქვეყნდა:

პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს:

"აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:

2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)

20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)

100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)

130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)

220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)", - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი