
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია დღეს დილიდან არავის გამოუტანია.
საკნად გადაკეთებულ პალატაში მესამე პრეზიდენტის მონახულება სურთ ადვოკატებს, თუმცა არასამუშაო დღის გამო ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
"გვაქვს სურვილი მისი მონახულების და პირველივე შესაძლებლობისთანავე ამას გავაკეთებთ გორში. იმედია, პენიტენციური სამსახური რაიმე ტიპის ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის. გრძელდება მუშაობა, მათ შორის ევროსასამართლოს მიმართულებითაც. ქართულ საზოგადოებას ძალიან მალე ექნება საშუალება, დაინახოს ის აბსურდული ბრალდებები და ის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც ამ საქმეში არის და რომელსაც ხელისუფლება იყენებს.
ვფიქრობ, არანაირი გონივრული ვარაუდი იმისა, არ უნდა არსებობდეს, რომ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია გაგრძელდეს. ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესებს, უპირველეს ყოვლისა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც პენიტენციური სამსახურის უფროსი ცხვარაშვილი კი არ უნდა ამტკიცებდეს, არამედ პროფესიონალ ექიმთა გუნდი",- ამბობს შოთა თუთბერიძე.
ცნობისთვის, ჰოსპიტალის ტერიტორიაზე პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას უპრეცენდენტოდ ბევრი სამართალდამცველი იცავს.
უსაფრთხოების ზომები დაცულია როგორც შიდა, ასევე, გარე პერიმეტრზე, სადაცრაზმის გადასაყვანი ავტობუსები დგას.