ციციშვილის კლინიკაში 1 თვის კოვიდით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - მაია ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 118 პაციენტი მკურნალობს, აქედან 14 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, უკიდურესად მძიმეა 1 თვის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ერთი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ეს არის 1 თვის ბავშვი, რომლის რეფერირება მოხდა ბათუმიდან. მას აქვს ორივე ფილტვის ქსოვილის სერიოზული მაღალქულიანი დაზიანება. სხვა პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ რეანიმაციაში, აქვთ თანმხლები დაავადებები. სულ 4 მშობელია, რომელიც ორჯერადაა ვაქცინირებული და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე",- მაია ჩხაიძე. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ NCDC-ის სტატისტიკით, 100 ინფიცირებული ბავშვიდან 8-9 ბავშვი საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებას. 

"ყველაზე მეტი გავრცელება ხდება საყოფაცხოვრებო კონტაქტების ხარჯზე. ერთადერთი გზა, თავიდან ავიცილოთ ბავშვების ინფიცირება, გვაქვს ვაქცინაცია",- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. 

21 ნომებრის კოვიდსტატისტიკის მიხედვით კი ბოლო 24 საათში დადასტურდა 3 357 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 76 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი