
805 დადასტურებული შემთხვევა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ბოლო 24 საათში ოთხით გაიზარდა.
ორი შემთხვევა "საბურთალოს კლასტერია", ხოლო ორი საკარანტინე სივრციდანაა.
გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 801 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ დროისათვის კი ეს მონაცემი 805-მდეა გაზრდილი.
ექვსით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 650 გახდა.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.