მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ინსპექტორის სამსახურში დღეს მარიამ ჯიშკარიანს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაკითხვები გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანია დაბარებული. ის ინსპექტორის სამსახურში დღის მეორე ნახევარში მივა. 

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის სამსახურში უკვე გამოიკითხა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი წევრი ზურა ფაღავა და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი. 

"მივაწოდებთ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის არის და შესაძლებელია, იყოს საუბარი დასკვნაზე, რომელიც ცენტრმა "ემპათიამ" გასცა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიდან გამომდინარე, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებიდან გამომდინარე,(ვიცით, რომ საკმაოდ გვიან იყო გადაყვანილი გორის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი) შესაძლებელია ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას და ეს ზიანი უნდა შეფასდეს",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ექიმების თქმით, რთულმა და კრიტიკულმა სამმა დღემ ჩაიარა და დაიწყო, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი. ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მცირე ულუფებითა და კალორაჟით იღებს საკვებ დანამატებს.

პარალელურად გრძელდება სამედიცინო გამოკვლევები და სპეციალისტთა კონსულტაციები. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს გერმანიიდან შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმების მოწვევა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მკურნალობის მონიტორინგში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს ცენტრის "ემპათია" მიერ შექმნილი ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმებიც. სპეციალისტები ნებართვას სახელმწიფოსგან ამ დრომდე ელოდებიან.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი