წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებიდან 10 თანამშრომელი გაათავისუფლეს - SJC

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მასშტაბური საშტატო ცვლილება დაიწყო, რის შედეგადაც 10 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ ინფორმაცის "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს. 

მიგვაჩნია, რომ პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია ორი გათავისუფლებულის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. 

ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და ერთ-ერთის შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.

განცხადება სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი