NYT: ბოლო 7 დღის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე COVID-19-ით სიკვდილიანობით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

გამოქვეყნდა:

New York Times-ის მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 

გამოცემის მიხედვით, საშუალო სიკვდილიანობა საქართველოში 74,7-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 2,01 გამოდის. 

ცხრილში საქართველოს შემდეგ ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა და ხორვატიაა. 

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 55 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი