"წლის საუკეთესო" - წულუკიანმა ახალი ლიტერატურული პრემია დააფუძნა 

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო" დააფუძნა. სამინისტროს ინფორმაციით, პრემიის დაფუძნება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის ინიციატივა იყო."წლის საუკეთესო" ყოველწლიურად ჩატარდება და გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

 

  • წლის საუკეთესო რომანი;
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
  •  წლის საუკეთესო პიესა.

გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს, რომლის შემადგენლობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია და არანაკლებ 5 წევრისგან შედგება.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბრიფინგზე, სადაც წულუკიანმა ახალი კონკურსის დაფუძნებაზე ისაუბრა, კრიტიკული მეტია არ შეუშვეს. "მთავარ არხს" ნახევარ-საათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ ის დაცვის სამსახურის სპეციალურ სიაში არ იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე ლიტერატურული პრემია "ლიტერა" სწორედ თეა წულუკიანისადმი კონკურსანტების პროტესტის გამო ჩაიშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი